fbpx
საბერძნეთი

“ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ ვთქვი ცოლის მკვლელობისთვის მხოლოდ 4 წელი ჩაჯდებოდა ციხეში” – სტავროს ბალასკას

სტავროს ბალასკას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ მთელ ქვეყანაში დიდი და ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. პოლიციელმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 32 წლის პილოტი ციხეში სულ რაღაც 4 წლით ჩაჯდებოდა, მომხდარის შემდეგ პირდაპირ რომ დაერეკა პოლიციაში და მთელი ეს თეატრი არ დაედგა.

ბალასკამ თქვა, რომ ჩხუბის ნიადაგზე, კონტროლის დაკარგვის შედეგად ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი გაცილებით ნაკლებია, ახლა კი, პილოტს ვეღარაფერი უშველის. ანუ ფაქტობრივად ადამიანის მკვლელობისთვის, თუკი პირდაპირ დარეკავ პოლიციაში და იტყვი, რომ ეს ყველაფერი მოხდა აფექტურ მდგომარეობაში, თავისუფლება მხოლოდ 4 წლით აღგეკვეთება.

ბალასკა საჯაროდ იხდის ბოდიშს აღნიშნული სიტყვებისთვის, თუმცა, იმასაც აცხადებს, რომ ეს არ არის კონკრეტულად ის, რისი თქმაც უნდოდა.

რა უდევს საფუძვლად პოლიციელის მიერ მსგავსი განაცხადის გაკეთებას?!

ბალასკას რეალურად იმის თქმა სურდა, რომ საბერძნეთში კანონები და სასჯელი არ არის საკმარისაც მკაცრი, რომ ადამიანი მკვლელობისთვისაც კი, ძალიან ცოტა ხნით ჯდება ციხეში, ხოლო პოლიციას ერთი და იგივე კრიმინალის დაკავება რამდენჯერმეც კი უწევს.

“ამ კონკრეტული განცხადებისას ვთქვი, რომ პილოტი არის იდიოტი, რადგან სჯეროდა, რომ პოლიციას მოატყუებდა და 2 საათში აპირებდა, რომ გამოძიება გაეცურებინა. სასჯელი არის ძალიან ცოტა და ჩვენ, პოლიციელებს, გვაქვს სერიოზული პრობლემა რომ ერთი და იგივე დამნაშავეს რამდენიმეჯერ ვიჭერთ. ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად გაიაზრა ჩემი ნათქვამი.” 

 

onalem

ტესტ