fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სავარაუდო გახსნა 8 მარტისთვის და ახალი 5 ციფრიანი კოდი, 13033-ზე, ვაჭრობისთვის

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ 8 მარტისთვის საბერძნეთში ვაჭრობა ამუშავდეს, მხოლოდ, რა თქმა უნდა, მკაცრი ზომებით.

კონკრეტული პასუხის გაცემისგან ამ დროისთვის ექსპერტები თავს იკავებენ, თუმცა, მოსალოდნელია, რომ მუშაობა დაიწყოს Click Away-ს მეთოდმა.

ალკივიადის ვატოპულო აცხადებს, რომ მკაცრ დაბლოკვას არ ჰქონია რაიმე განსაკუთრებული შედეგი, თუმცა, ერთადერთი დადებითი მხარე არის ის, რომ სიტუაცია არ არის უკონტროლო. მისი თქმით, ხვალისთვის მოხდება ეპიდმდგომარეობის შეფასება და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილებები.

საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრი, კირიაკოს პიერაკაკისი აცხადებს, რომ მოსალოდნელია მოქმედებაში შევიდეს 5 ციფრიანი კოდი, რომელსაც მოსახლეობა სავაჭროდ წასასვლელად გამოიყენებს.

რაც შეეხება სხვა კოდებს, 1-დან 6-მდე, რომლებსაც 13033-ზე ვგზავნით, მათთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება.

onalem

ტესტ