fbpx
საზოგადოება

ახალი კოდი საბერძნეთში, რომელსაც ვადა 3 საათი ექნება და არ ეხება სუპერმარკეტებს – ნახეთ დეტალურად

როგორც უკვე ცნობილია, კირიაკოს პიერაკაკისმა ხუთციფრიანი კოდის შესახებ დააანონსა, რომელიც კონკრეტულად ვაჭრობას ეხება.

მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილება უნდა ამოქმედებულიყო შობის პერიოდში, მაგრამ უამრავი ტექნიკური პრობლემის გამო გადაიდო.

კერძოდ, საუბარია ახალ კოდზე, რომელსაც 13033-ზე გავაგზავნით და გამოვიყენებთ მხოლოდ მაღაზიებში წასასვლელად. აქ არ იგულისხმება სუპერმარკეტები, არამედ მხოლოდ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების და სხვა მაღაზიები. ანუ ყველა მაღაზია, გარდა საკვები პროდუქტებისა.

როგორც პიერაკაკისმა აღნიშნა, SMS-ს ვადა ექნება 3 საათი და არა 2, როგორც აქამდე იყო.

პროფესორი, ალკივიადის ვატოპულოსი ამბობს, რომ სანამ გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს, აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს, თუ რამდენი ხნის წინ აქვს ადამიანს დატოვებული საცხოვრებელი სახლი.

ამრიგად, სუპერმარკეტებსა და სხავდასხვა სურსათის მაღაზიებში წასასვლელად, მოსახლებობამ კვლავ უნდა გამოიყენოს კოდი 2, ხოლო როდესაც მაღაზიები გაიხსნება, ცნობილი გახდება, თუ რა უნდა გავაგზავნოთ, სავაჭროდ წასასვლელად.

onalem

ტესტ