fbpx
საზოგადოება

კუნძულზე სასტუმროში ორმა დამლაგებელმა ქალმა ერთმანეთი სასტიკად სცემა – ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

დღეს კუნძულ როდოსზე დაუჯერებელ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როგორც თვითმხილველები და თავად სასტუმროს მენეჯერი ჰყვება, ორ ქალს შორის ასეთი ჩხუბი ჯერ არ უნახავთ. არსებული ცნობებით, ისინი კუნძულზე სამუშაოდ იმყოფებოდნენ, თუმცა, ახლა, სადაოა გაუგრძელებენ თუარა კონტრაქტს მომხდარის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო საათებში სასტუმროს ორ დამლაგებელ ქალს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, თუმცა, ეს ყველაფერი რამდენიმე წუთში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და საბოლოოდ ორივე მათგანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდაპირველად მათი გაშველება სხვა თანამშრომლებმა სცადეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

აღსანიშნავია, რომ ოფიცრები მათ პალატებშიც კი გაჰყვნენ, რათა დაზიანებების მიუხედავად ინციდენტს იქაც არ ჰქონოდა გაგრძელება.

არცერთი მათგანი ერთმანეთს არ უჩივის, თუმცა, უცნობი რჩება, თუ რა გახდა მათ შორის სასტიკი ჩხუბის მიზეზი.

onalem

ტესტ