fbpx
საზოგადოება

შვებულებაში მყოფი ბადრაგი კორიდალოს ციხეში მივიდა და თავი მოიკლა

ბერძნული მედიის ექსკლუზიური ინფორმაციით, დაახლოებით 2 საათის წინ, კორიდალოს ციხეში მომუშავე ბადრაგმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩანს, რომ ის სამსახურში სწორედ ამ მიზნით მივიდა.

ბერძნულ ციხეებში არსებულ მდგომარეობას, როგორც ჩანს, არა მხოლოდ პატიმრები, არამედ ციხის პერსონალიც ეწირება.

პირველადი ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი თავის მიმართულებით გასროლა, როდესაც ბადრაგთა განყოფილებაში შევიდა. თავის არეში მიყენებული ჭრილობისგან ის ადგილზე გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანია, რომ მას შვებულება ჰქონდა და ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, თუ რატომ გადაწყვიტა ციხეში მისვლა დღეს დილით.

მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა, არსებული ვარაუდით, ციხის მცველმა სამუშაო პირობებს ვეღარ გაუძლო.

გარდაცვლილს ორი შვილი და მეუღლე დარჩა, რომელიც ასევე კორიდალოს ციხეში მუშაობს.

onalem

ტესტ