fbpx
საზოგადოება

“მშობლები პანიკაში იყვნენ და როცა დაგვირეკეს არასწორი მისამართი გვითხრეს” – EKAB-ის ექიმი

თესალონიკი 12 წლის ბიჭის გარდაცვალებამ შეძრა. მოზარდი სოსისით დაიხრჩო და მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მისი მდგომარება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო. ახლა ირკვევა, რომ მშობლებმა სასწრაფო დახმარებაში დარეკვისას არასწორი მისამართი უთხრეს.

მედიასთან თავად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი საუბრობს:

“ჩვენი მხრიდან რეაქცია მყისიერი იყო. მშობლები პანიკაში იყვნენ და როცა დაგვირეკეს არასწორი მისამართი გვითხრეს, მაგრამ მნიშვნელოვანი დრო არ დაგვიკარგავს.

ბიჭი გონზე მოვიდა და ადგა, მაგრამ შემდეგ გულის შეტევა დაემართა. როცა საავადმყოფოში გადავიყვანეთ პულსი ჰქონდა, მაგრამ ორ საათში დაიღუპა.

მოგვიანებით ექიმმა მისი სხეულიდან სოსისის ნაჭერი ამოიღო.

სწრაფად ვმოქმედებდით და ყველაფერი რეკორდულ დროში მოხდა. არ ყოფილა დაგვიანება.”

onalem

ტესტ