fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ძლიერი ხანძარი ელინიკოს მეტროსთან მდებარე საცხობში – ცეცხლს 12 მეხანძრე ებრძოდა

გუშინ შუაღამეს ელინიკოს ტერიტორიაზე, სწორედ მეტროს ჩასასვლელთან, საგანგაშო მდგომარეობა იყო შექმნილი. ხანძარი გაჩნდა ვულიაღმენის ქუჩაზე მდებარე კაფე-საცხობში, რამაც სერიოზული მატერიალური ზარალი გამოიწვია, დამწვარია თითქმის ყველაფერი.

პოლიცია ფიქრობს, რომ ეს იყო განზრახ დაგეგმილი ქმედება. საცხობში აღმოჩენილია პროპანის 6 ბალონი, რომელსაც ძლიერი აფეთქების გამოწვევა შეეძლო. ამ დროისთვის არსებული ერთადერთი ვარაუდით, ბოთლები დამნაშავეებმა მიიტანეს ადგილზე.

ძლიერ ხანძარს 12 მეხანძრე 4 მანქანით ებრძოდა.

 

onalem

ტესტ