fbpx
საზოგადოება

თესალონიკისკენ მიმავალმა მატარებელმა მანქანა გაიტანა – გარდაცვლილია ხუთი თვის ფეხმძიმე ქალი

დიავატაში გუშინ შუადღეს ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა. გარდაცვლილია ფეხმძიმე ქალი, რომელიც მეუღლესთან ერთად მანქანაში იჯდა, როდესაც მათ მატარებელი დაეჯახათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა, ხოლო როცა უკან ბრუნდებოდა, ალექსანდრუპოლი-თესალონიკის რეისის მატარებელმა მათი მანქანა გაიტანა.

ინციდენტს ჰყავს  თვითმხილველებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მამაკაცმა ორ მანქანას გადაასწრო, რომელიც ელოდებოდა, თუ როდის გაივლიდა მატარებელი, თუმცა, თავად მოთმინება არ გამოიჩინა, რელსებზე ავიდა და სწორედ ამ დროს მოხდა ძლიერი შეჯახება.

ფატალურმა დარტყმამ შეიწირა 5 თვის ფეხმძიმე ქალი, ხოლო მისი მეუღლე, რომელიც მანქანას მართავდა, დაშავდა.

როგორც ნათესავები ამბობენ, წყვილი ახალი შეუღლებული იყო, თუმცა, ეკლესიაში ჯვარი არ ჰქონდა დაწერილი. ჯვრისწერას და ბავშვის ნათლობას კი ერთდროულად აპირებდნენ, როდესაც 4 თვეში ახალშობილი ქვეყანას მოევლინებოდა.

მანქანას მატარებელი სწორედ იმ მხრიდან დაეჯახა, სადაც ორსული 41 წლის ქალი იჯდა. მისი 50 წლის მეუღლე კი, გულმკერდის არეში მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფება.

onalem

ტესტ