fbpx
საზოგადოება

“28 წლის ასაკში გავიკეთე მკერდის ოპერაცია, რამდენიმე თვის წინ კი, პირველი ბოტოქსი” – ელენა პაპარიზუ

ელენა პაპარიზუმ ჟურნალ OK-სთან ინტერვიუში ღიად ისაუბრა პლასტიკურ ჩაერევებზე, რომლებიც ცხოვრების მანძილზე გაუკეთებია. მომღერალი ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურება და ამბობს, რომ ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც თავს უკეთესად და ლამაზად აგრძნობინებს.

“ცხოვრებაში უნდა გავაკეთოთ ის, რაც თავს ლამაზად გვაგრძნობინებს, უბრალოდ, არ უნდა მოგვივიდეს ზედმეტი. მინდოდა მკერდოს ოპერაცია გამეკეთებინა, რომ თავი უფრო ქალურად მეგრძნო. არ გავიკეთე სხვებისთვის, გავიკეთე საკუთარი თავისთვის. მაშინ 28 წლის ვიყავი.

რაც შეეხება ბოტოქსს, სანამ 40-ის გავხდებოდი ცოტა ხნით ადრე გავიკეთე, ანუ რამდენიმე თვის წინ. ეს ჩემი პირველი ბოტოქსი იყო. კადრში ჩემს თვალს ძალიან დაღლილს ვხედავდი და ვთქვი: ელენა მოვიდა დრო, გაიკეთო! შეიძლება არც არასოდეს გამეკეთებინა, ტელევიზორში რომ არ ვჩანდე. სანამ ბოტოქსს გავიკეთებდი, 5-6 ექიმთან ვიყავი კონსულტაციებზე.

როგორც ვთქვი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავთან თავს კარგად ვგრძნობდე. გარეგნობა ეს მხოლოდ შეფუთვაა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როდესაც მოგწონს საკუთარი თავი, ეს შინაგან განწყობაზეც მოქმედებს,” ამბობს პაპარიზუ.

onalem

ტესტ