fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი: თესალონიკში უსახლკაროები გარეთ სიარულისთვის 150 ევროთი დააჯარიმეს

თესალონიკის პოლიციამ არა ერთი, არამედ ოთხი 150 ევროიანი ჯარიმა გამოუწერა უსახლკარო წყვილებს, რომლებიც გარეთ გადაადგილდებოდნენ. თუმცა, სად უნდა წავიდნენ ისინი, თუკი მათი სახლი სწორედ ქუჩაა.

ინციდენტს მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც ქმედებას ამორალურს უწოდებენ.

როგორც განცხადებებშია ნათქვამი, უსახლკარობა მდგომარეობაა და არა მისამართი, ამიტომ აბსოლუტურად გაურკვეველია, როგორ შეიძლება დააჯარიმო ადამიანი გადაადგილებისთვის, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი.

ამას გარდა, ირკვევა, რომ იმ დაწესებულებებში, სადაც უსახლკარო ხალხი გადაჰყავთ, არ არის საკმარისი ადგილები ყველას მოსათავსებლად, რის გამოც მაინც გარეთ რჩებიან.

უსახლკარო ადამიანები საჭიროებენ მუდმივ გადაადგილებას, რათა დაიკმაყოფილონ საკუთარი ელემენტარული მოთხოვნილებები, რომლებიც უკავშირდება კვებას და საპირფარეშოს.

onalem

ტესტ