fbpx
საზოგადოება

აუზიანი სასტუმროები ემიგრანტებისთვის საბერძნეთში – სად ცხოვრობენ ისინი?!

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ცხოვრობენ პროგრამის, “სტუმართმოყვარეობა”, ბენეფიციარები საბერძნეთში სირიიდან ჩამოსვლის შემდეგ. საუბრობენ მიგრანტები, რომლებიც ლესვოსსა და კოსზე სუდანიდან და სირიიდან ჩავიდნენ, ხოლო ისინი შემდეგ ცენტრალურ საბერძნეთში გადაიყვანეს, სადაც ყველანაირი პირობები შეუქმნეს ნორმალური ცხოვრებისთვის.

ოჯახები ცხოვრობენ სასტუმროებში, სადაც ძალიან მაღალი სტანდარტებია. როგორც სირიიდან ლტოლვილი მამაკაცი ამბობს, სურს, რომ მისმა შვილმა ისწავლოს და თავის მიზნებს მიაღწიოს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს მიგრანტთა უფლებების დაცვას, თუმცა, ცხადია, შეუძლებელია მსგავსი პირობების შექმნა თითოეული პირისთვის, რომელიც საბერძნეთის კუნძულებს აწყდება. მიუხედავად ამისა, უწყვეტად ხდება ლესვოსიდან პირეოსის პორტში მათი გადმოყვანა.

onalem

ტესტ