fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ქართველი გოგო ამტკიცებს, რომ შვილი ნაგავში არ ჩაუგდია და კამერების შემოწმებას ითხოვს

კალამატაში დაკავებული 24 წლის ქართველი გოგო ამტკიცებს, რომ შვილი ნაგავში არ ჩაუგდია. ის ამჟამად შიდა პატიმრობაში იმყოფება და მისი სახელით ადვოკატი საუბრობს. როგორც ის ამბობს, ბავშვი ურნაში შიგნით არ ჩაუგდია, არამედ ზემოთ დატოვა. გოგონა ითხოვს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერები შეამოწმონ, სადაც აუცილებლად გამოჩნდება, თუ რა გააკეთა მან სინამდვილეში.

ამ დრომდე უცნობი რჩება, მართლაც არსებობს თუ არა აღნიშნულ ქუჩებზე მაღაზიების ან რომელიმე სახლის კამერა, რომელიც, სავარაუდოდ, მის ქმედებებს ჩაიწერდა.

მისი თქმით, სამშაბათს ღამით, როდესაც ათენიდან კალამატაში დაბრუნდა, ბავშვი ქაღალდის ჩანთით ნაგავზე ზემოდან დატოვა, რათა ვინმეს წაეყვანა და სასიკვდილოდ არ გაუწირავს.

ადვოკატი ცდილობს მის სიტყვებს დამამტკიცებელი საბუთები მოუძებნოს და გამოძიების პროცესშია არა მხოლოდ კამერების ჩანაწერების მოპოვება, არამედ ისიც, შეესწრო თუ არა მომხდარს ვინმე.

თუკი გოგონას შვილი ნაგავში თავად არ ჩაუგდია, პოლიციას შემდეგი საქმე ექნება გამოსაძიებელი, თუ ვინ გაიმეტა ჩვილი სასიკვდილოდ და ზემოდან მწოლიარე შემდგომ მიწისქვეშა სანაგვეში ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ ბავშვი ხუთი დღის დაბადებული იყო.

 

წყარო: https://www.athensvoice.gr/greece/608501_epimenei-i-mitera-stin-kalamata-den-petaxa-ego-moro-ston-kado

 

onalem

ტესტ