fbpx
კატეგორიის გარეშე

ნანა გაბუნია – ქართველი კოსმეტოლოგი ათენში

გვსურს გაგაცნოთ ქალბატონი ნანა გაბუნია, რომელიც 22 წელია კოსმეტოლოგად მუშაობს საქართველოსა და საბერძნეთში. ბოლო ხუთი წელი მას ესთეტიკური ცენტრი აქვს ომონიაზე და უამრავი ქართველი მანდილოსანი იცნობს. თუმცა, მისი კარიერის ისტორია ასეთი მარტივი არ არის.

მას შემდეგ, რაც საქართველოში კოსმეტოლოგიას დაეუფლა, მუშაობა დაიწყო და წლების მანძილზე მიყვებოდა თავის პროფესიას. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ საბერძნეთში ჩამოსულიყო და აქ მოეძებნა მომავალი.

თავიდან, როგორც უმეტესობამ, მუშაობა ბერძნული ოჯახის დამხმარედ დაიწყო. ასე წლების მანძილზე მუშაობდა, თუმცა, მისი მიზანი იყო, რომ პროფესიას დაბრუნებოდა საქართველოში. დაბრუნდა კიდეც და ვაკეში ესთეტიკური ცენტრი გახსნა, რაც 5 წელზე მეტი მართა. შემდეგ საბერძნეთს დაუბრუნდა და უკვე აქ გახსნა ესთეტიკური ცენტრი.

საჭირო კაპიტალის დაგროვების შემდგომ, 5 წლის წინ, ომონიაზე თავისი ესთეტიკური ცენტრი გახსნა, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ ქართველ მანდილოსნებს, არამედ ყველას.

ქალბატონი ნანა დღემდე დადის ესტეთიკური მედიცინის სემინარებზე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ეცნობა უახლეს მეთოდებს. შემდეგ კი ათენის ესთეტიკურ ცენტრში პრაქტიკაში იყენებს.

დღეს, ქალბატონი ნანა გთავაზობთ შემდეგ სერვისებს და აქვე აღვნიშნავთ, რომ კონსულტაცია უფასოა:

  • პერმანენტული მაკიაჟი (ტუჩი, თვალი, წარბი)
  • ლაზერული ეპილაცია
  • ბიო ეპილაცია
  • ელექტრო ეპილაცია
  • სახის გაწმენდა
  • მეზო თერაპია (ნემსით, უნემსოდ)
  • ბოტოქსი
  • სახის მოდელირება ფილერით(შემავსებლით)
  • ბიო რევიტალიზაცია
  • პიგმენტული კორექცია
  • ვიზაჟი
  • ყურის გახვრეტა
  • სახის მასაჟი

მისამართი: ომონია, ვილარას 3, მესამე სართული
ტელ: 695 103 75 44 / 699 691 29 10
სამუშაო დღეები: ყოველდღე კვირის ჩათვლით 10:00-დან 20:00-მდე

ჩაწერა უნდა მოხდეს წინასწარ