fbpx
კატეგორიის გარეშე

კრეტა – უძველესი მითები თუ თანამედროვე ზღაპარი

კუნძული კრეტა– ეს არის ადგილი, სადაც მარტივად დაემალებით დიდი ქალაქის ხმაურსა და ცხოვრების სწრაფ ტემპს ულამაზესი ბუნების გარემოცვაში. გაგრილდებით რამდენიმე ზღვის კამკამა წყლებში და დაათვალიერებთ ლეგენდარულ ადგილებს. კუნძულს ესაზღვრება სამი ზღვა: იონიის, ლიბიისა და ეგეოსის.

პატარა კუნძული , რომელსაც გააჩნია ხარის ფორმა და წარმოადგენს ევროპის ყველაზე სამხრეთ ნაწილს.

აქ პრაქტიკულად არ არსებობს მრეწველობა, გარდა პატარა ხილის გადამამუშავებელი ქარხნისა. ამიტომ ჰაერი საოცრად სუფთაა. კუნძულის სანაპიროს მთელ გაყოლებაზე განლაგებულია კომფორტაბელური სასტუმროები.

კრეტას მთა–გორიანი სანაპიროები უამრავი ყურეებით დაფარულია ვენახებით, ციტრუსების ჭალებით, აყვავებული კაკტუსებით. ულამაზესი ხეობები და მაღალი მთები, მდელოები და ვარდისფერი პლიაჟები, ზეთის ხილის პლანტაციები– ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა თუ რატომ ღირს კრეტაზე ჩამოსვლა. კუნძულის პეიზაჟი საოცრად მრავალფეროვანია. კლიმატი აქ ერთ-ერთი ყველაზე რბილი და ჯამრთელია მთელს ევროპაში, მზე კი ანათებს წელიწადში 340 დღე.

კრეტა 8000 წლის ისტორიის მქონე ულამაზესი კუნძულია. ბერძნული მითოლოგიის ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდები სწორედ ამ კუნძულთან არის დაკავშირებული. ოლიმპოს მბრძანებელი ზევსი, მინოსის ლაბირინთი, თეზევსი, იკაროსი და დედალოსი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მითოლოგიური გმირებისა, რომლებმაც ძველბერძნული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა იქონიეს. ათასობით ტურისტი ჩამოდის კრეტაზე, რომ საკუთარი თვალით იხილოს ევროპის ერთ-ერთი პირველი ცივილიზაციის  მინოსის ნაშთები.


კრეტა ითვლება სიყვარულის კუნძულად, სადაც მოქმედებს პატარა ვულკანი– სანატორინი. ის საოცარად ლამაზია. აქ მითების თანახმად უამრავი რამ მოხდა. კრეტა– სიყვარულის ულამაზესი კუთხეა, უმშვენიერესი და უკვდავი, როგორც თავად სამყარო.

კუნძულზე შესაძლებელია მოიწყოთ დაუვიწყარი დღესასწაული ზეთის ხილის ჭალებში თუ ფორთოხლის ბაღებში. ამ დღესასწაულს  უწოდებენ «Beach Wedding»– ქორწილი პლიაჟზე. ის მთელი ცხოვრების მანძილზე იქცევა დაუვიწყარ დღესასწაულად: ვნებიანი კოცნა, თოლიების ხმა, ვარდისფერი ქვიშა, წყლის მიმოქცევის მომაჯადოვებელი მუსიკა, პალმები, ლაჟვარდოვანი ცა და კამკამა წყალი– ყველაფერი ეს შექმნის დაუვიწყარი რომანტიკის ატმოსფეროს, ასეთ სურნელებას და სილამაზეს კი თქვენ ვერსად იპოვით დედამიწის ზურგზე.

კრეტას სამხრეთ სანაპიროს ეძახიან ველურს. აქ არ არის არცერთი სასტუმრო, არცერთი ცივილიზებული პლიაჟი, აქ არ მოძრაობენ ავტობუსები.
კრეტაზე იდეალური ევროპული გზებია. ყოველი ველური პლიაჟი აბსოლუტურად სუფთა და თავისებურად უცნაურია. აქ შესაძლებელია აირჩიოთ თქვენთვის პატარა სამოთხის კუთხე და განმარტოვდეთ! თუ თქვენ ამჯობინებთ ულამაზეს კუნულზე დასვენებას თან ერთვოდეს დაუვიწყარ ექსკურსიები უძლეველესი ცივილიზაციების კვალდაკვალ, მაშინ კუნძული კრეტა– საუკეთესო არჩევანია.

ეს კუნძული საუკეთესო დასვენების ადგილია როგორც ახალგაზრდებისთვის მცირე ბიუჯეტით და სურვილით გაერთონ, აგრეთვე სოლიდური ტურისტებისთვის, რომლებიც ისვენებენ როგორც წესი ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში.

კრეტაზე მათ ელოდებათ ზღაპრული სანაპიროები, აკვაპარკები ‘Acquaplus’ და ‘Star Beach’ დისკოთეკები, მრავალფეროვანი სასუვენირო ფარდულები და ლუდხანები.

onalem

ტესტ