fbpx
საზოგადოება

“ბიჭი ვარდებოდა და არავინ შეაჩერა” – როგორ ამოიყვანეს წყლიდან 17 წლის ვასილი, რომელიც კოშკიდან ნიძლავის გამო გადავარდა

როგორც უკვე ცნობილია, ნავპაქტოსში 17 წლის მოზარდმა მეგობრებთან ნაძლევი დადო და შემდეგ, სიტყვის შესასრულებლად, კოშკზე ავიდა, რათა იქიდან გადმომხტარიყო და წყალში ჩაეყვითა. სამწუხაროდ, წყალში გადახტომის ნაცვლად, 17 წლის ვასილი კოშკიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა.

როგორც ირკვევა, ხედავდნენ, რომ ბიჭი დიდ რისკზე მიდიოდა და არავინ შეაჩერა. მისი თანატოლები კი სანახაობას მობილური ტელეფონებით იღებდნენ. ისინი განიხილავდნენ, თუ როდის გადახტებოდა ვასილი, გააკეთებდა ამას ტანსაცმლით თუ მათ გარეშე და ა.შ.

ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ ამოჰყავთ რამდენიმე წუთის შემდეგ მოზარდი წყლიდან. როგორც ცნობილია, ის მძიმედ არის დაშავებული.

onalem

ტესტ