fbpx
საზოგადოება

“ეს წარსულშიც რამდენჯერმე მომხდარა” – 17 წლის ვასილი, რომელიც სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, საქციელს ნანობს

ფაქტი, რომ 17 წლის მოზარდი კოშკიდან გადმოხტა და ცემენტზე დაეცა, შედეგად კი გადარჩა, ნამდვილი სასწაულია. როგორც ის მედიასთან საუბრისას აცხადებს, საქციელს ნანობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები წარსულშიც მომხდარა. ბავშვები კოშკიდან ხტებიან იმის გამო, რომ მეგობრებს დაუმტკიცონ, რომ არ ეშინიათ.

“არაფერი მახსოვს, არაფერი… მადლობა ყველას, ვინც ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა. ვნანობ, რაც გავაკეთე,” ამბობს ბიჭი.

მისი დედა კი, რომელიც შოკური მდგომაროებიდან გამოვიდა, ამბობს, რომ მომხდარში ვერავის დაადანაშაულებს, რადგან არ იცის, თუ რა მოხდა ზუსტად.

17 ვასილი ნავპაქტოსის პორტის ხელმძღვანელმა გადაარჩინა, რომელიც იქ მეუღლესთან ერთად, უბრალოდ, სასეირნოდ იმყოფებოდა და სრულიად შემთხვევით შენიშნა მომხდარი.

ნიკოლაოს რუსოსი მაშინვე წყალში გადახტა და ბიჭი, რომელიც პირქვე ტივტივებდა, ზემოთ ამოიყვანა. რომ არა ის, ვასილი არა დაზიანებებით, არამედ დახრჩობის შედეგად დაიღუპებოდა.

როგორც თავად ამბობს, მსგავსი შემთხვევები ამ ადგილას წარსულშიც ბევრჯერ მომხდარა. ნაძლევს მოზარდები დებენ ფულისთვის, თუმცა, ვასილის შემთხვევაში, თანატოლებმა მას უთხრეს, რომ თუ არ გადახტებოდა, მას ქათამს დაუძახებდნენ.

onalem

ტესტ