fbpx
კატეგორიის გარეშე

GNTM-ის გამარჯვებული დააკავეს: კიველი ხაძიევსტრატიუ მანქანით მოცოტიკლს დაეჯახა – გარდაცვლილია მძღოლი

მოდის რეალითი შოუს გასული წლის გამარჯვებული, კიველი ხაძიევსტრატიუ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელი მანქანით მოცოტიკლს დაეჯახა, რომლის მძღოლიც გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა ათენის ცენტრში, ღამის 03:00 საათზე მოხდა. ხაძიევსტრატიუ მანქანით არისტოტელუსა და პიპინუს ქუჩების კვეთაზე მოძრაობდა, როდესაც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, გზა მაშინ გადაკვეთა, როცა ნარინჯისფერი იყო ანთებული და პრიორიტეტი მოტოციკლის მძღოლს ჰქონდა. სამწუხაროდ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მოცოტიკლის 60 წლის მძღოლი გარდაიცვალა. ის წითელი ჯვრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი სიკვდილი დაადასტურეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოდელი პოლიციამ დააკავა და პროკურორის წინაშე მოუწევს წარდგომა.

onalem

ტესტ