fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბერძნეთი: კალანდაზე მისულმა ბავშვებმა ოჯახი გაძარცვეს

ინციდენტი შობის წინა საღამოს მოხდა, როდესაც ბავშვები ტრადიციულად კალანდაზე დადიან.

გავრცელებული ინფორმაციით, სპარტიში ორმა არასრულწლოვანმა ერთ-ერთი ოჯახის სახლის კარზე დააკაკუნა და თავდაპირველად სიმღერა დაიწყეს. ოჯახმა ცოტა ფული მისცა, თუმცა, ისინი ამას არ დასჯერდნენ, სახლში შეიჭრნენ და მთელი თანხა და ტელეფონები წაართვეს.

ინციდენტის შესახებ მაშინვე განაცხადეს პოლიციაში და აღმოჩნდა, რომ ინციდენტში კიდევ მონაწილეობდა 20 წლის გოგონა, რომელიც, ასე ვთქვათ, მათ მეთვალყურეობდა.

სამივე მათგანი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით აიყვანეს არასრულწლოვნების 34 წლის დედაც, რომელსაც უყურადღებობის ბრალდებით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ