fbpx
მსოფლიო

საქართველოს ავტობუსი რუსეთში გადაბრუნდა – არის მსხვერპლი

საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა და სულ მცირე 11 დაშავდა, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან 450 კმ-ით მოშორებულ ქალაქ ლიპეცკთან ახლოს, Mercedes-Benz O 404 მარკის ავტობუსის გადაბრუნების შედეგად.

ფედერალურ ტრასა „დონზე“, სარეისო ავტობუსი ქართული სახელმწიფო ნომრებით LOL 500, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. ავტობუსმა საქართველოსკენ დღეს დილით აიღო გეზი, ავტოავარია კი ადგილობრივი დროით, 18 საათსა და 40 წუთზე მოხდა.

ტრაგედიის მომენტში ავტობუსში 2 მძღოლი და 17 მგზავრი იყო, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქე. წინასწარი ინფორმაციით, 11 დაშავებულიდან 8 მგზავრი ლიპეცკიდან 78 კმ-ით მოშორებულ ქალაქ ელეცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსული მედიის ცნობით, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, დაშავებულთა შორის არის 5 წლის ბავშვი, რომელსაც თავის დახურული ტრავმა აქვს.

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ლიპეცკში ჩარჩენილი მგზავრების გადმოსაყვანად რუსეთის ფედერაციის მიმართულებით თბილისიდან ორი ავტობუსი უკვე გაემართა.

რუსი სამართალდამცველების ცნობით, ავტოავარიის დროს ჰაერის ტემპერატურა ლიპეცკის ოლქში მინუს 4 გრადუსი იყო, საღამოს გაწვიმდა და მოყინა. დიდი ალბათობით, მძღოლმა ავტობუსის დამორჩილება მოყინულ გზაზე ევრ შეძლო და ამოტრიალდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, “რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან სადაც განთავსებულნი არიან დაშავებულები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740“.

onalem

ტესტ