fbpx
მსოფლიო

“იდიოტები, სამშობლოს გარეშე” – იტალიის მერი ქართველებს ეძებს, რომლებმაც მემორიალზე ქუთაისის უბნის სახელი დააწერეს

იტა­ლი­ის ქა­ლაქ გრა­ვი­ნა ინ პუ­ლი­ა­ში, ქარ­თველ­მა ვან­და­ლებ­მა ომში და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ალ­ზე ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა გა­ა­კე­თეს. ზა­ო­დი – იკი­თხე­ბა წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვით გა­კე­თე­ბულ წარ­წე­რა­ზე, რაც ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთი უბ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბაა (ავ­ტო­ქარ­ხა­ნა, ზა­ო­დი).

მე­მო­რი­ალ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რის ფოტო იტა­ლი­ის ქა­ლა­ქის მერ­მა ალე­სიო ვა­ლენ­ტემ “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ტექ­სტით:

“იდი­ო­ტე­ბი – სამ­შობ­ლო­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის გა­რე­შე. ღა­მით, ომში და­ცე­მუ­ლე­ბის მე­მო­რი­ა­ლი შე­ღე­ბეს. სე­რი­ო­ზუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფაა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხსოვ­ნის, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის მსხვერ­პლის ფა­სად მის­ცეს ამ იდი­ო­ტებს შან­სი, ეცხოვ­რათ თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში.

საქ­მე ძი­ე­ბა­შია და იმე­დი გვაქვს, რომ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბით და­ვად­გენთ პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს: მათი გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის, ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს გა­ა­კე­თე­ბენ.

იმედს ვი­ტო­ვებ, ისი­ნი გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ ამ სა­ში­ნელ საქ­ცი­ელს და ეყო­ფათ გამ­ბე­და­ო­ბა, თა­ვად გა­მო­ას­წო­რონ ზა­რა­ლი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პი­რო­ბას ვდებ, დღეს, ან ხვალ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი გა­ა­სუფ­თა­ვებს მო­ნუ­მენტს” – ნათ­ქვა­მია გრა­ვი­ნა ინ პუ­ლი­ას მე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ფო­ტოს უამ­რა­ვი იტა­ლი­ე­ლის კო­მენ­ტა­რი ახ­ლავს, რომ­ლე­ბიც აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლა­ვენ:

“იმ და­ცე­მუ­ლე­ბის გვა­რებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მო­ნუ­მენტზეა, მა­მა­ჩე­მის ბა­ბუ­ის სა­ხე­ლი­ცაა. გან­რის­ხე­ბუ­ლი ვარ, რო­გორც მისი შთა­მო­მა­ვა­ლი და რო­გორც იტა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე. სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის!”

“მინ­და შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ჩემი დახ­მა­რე­ბა, ამ მო­ნუ­მენ­ტის გა­სუფ­თა­ვე­ბის საქ­მე­ში. მას­ზე ჩემი გვა­რი­ცაა და ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ მომ­ხდა­რის გამო… არ მეს­მის, რა ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვი­საც ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ, მათ არა­ვი­თა­რი პა­ტი­ვის­ცე­მა არ აქვთ არა­ვის მი­მართ. მრცხვე­ნია მათ გამო და მე­ცო­დე­ბი­ან ისი­ნი.”

“რა დეგ­რა­და­ცი­აა! იმის ნაც­ვლად, ასეთ დროს სახ­ლებ­ში დარ­ჩნენ, ქუ­ჩებ­ში და­დი­ან და ვან­და­ლო­ბენ!” – წე­რენ იტა­ლი­ე­ლე­ბი და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას მო­ი­თხო­ვენ.

კო­მენ­ტა­რებ­ში რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლიც წერს, რომ­ლე­ბიც ბო­დიშს იხ­დი­ან მო­ნუ­მენტზე ვან­და­ლე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რის გამო.

 

წყარო: www.ambebi.ge

onalem

ტესტ