fbpx
მსოფლიოსაბერძნეთი

ევროპის კავშირმა საბერძნეთში მიგრანტთა დასახმარებლად 209 მილიონი ევრო გამოყო

ევროკომისიამ საბერძნეთში მიგრანტების დასახმარებლად ახალი ჰუმანიტარული პროგრამა გამოაცხადა, სახელად  ESTIA, რომელიც 209 მილიონ ევროს შეადგენს.

ხრისტოს სტილიანიდისმა განაცხადა, რომ ეს პროგრამები ხორციელდება იმისთვის, რომ ლტოლვილებს საშუალება მიეცეთ ბანაკებიდან ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში, სახლებში გადავიდნენ.

პროგრამის მთავარი მიზანია სახლების დაქირავება ლტოლვილთა ოჯახებისთვის –  დაახლოებით 22 000 ბინა. ამ ყველაფრის ღირებულება კი 93, 5 მილიონი ევროა, ხოლო ლტოლვილთ სოციალური ხარჯები 57,6 მილიონი ევროს შეადგენს.

დარჩენილი თანხა გადაიგზავნება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ლტოლვილებს აუცილებელი პროდუქტით უზრუნველყოფენ.

რამდენიმე დღის წინ საბერძნეთი საერთაშორისო ბაზარზე დაბრუნდა, პირველად 2014 წლის შემდეგ. არსებობს იმედი, რომ ეს საპილოტე პროგრამა მოამზადებს ქვეყანას კრიზისის დასაძლევად.

onalem

ტესტ