fbpx
საბერძნეთი

ცვლილება ჯანდაცვის სამინისტროსგან! ციოდრასი და ხარდალიასი ყოველდღიურად ეთერში აღარ გამოვლენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნიკოს ხარდალიასი და პროფესორი სოტირის ციოდრასი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად აღარ მოგვავწდიან. პროფესიონალთა გუნდი წყვეტს ეთერში ყოველდღე გამოსვლას. რატომ?

ვირუსის გავრცელების შეზღუდვა გულისხმობს, რომ მასზე აქცენტიც გარკვეულწილად უნდა შეიზღუდოს. სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ხარდალიასმა და ციოდრასმა კვირაში მხოლოდ სამჯერ გამოაცხადონ ახალი შემთხვევების შესახებ და უპასუხონ ჟურნალისტების კითხვებს.

ისინი ეთერში გამოვლენ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას, თუმცა, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს გადაუდებლად საჭირო გახდება.

აღნიშნული ცვლილება ძალაში ორშაბათიდან შევა, დღეს კი პირდაპირი ეთერი ჩვეულ რეჟიმში, 18:00 საათზე შედგება.

 

onalem

ტესტ