fbpx
საბერძნეთი

ელოდება თუ არა ატიკას კარანტინი?! – რეგიონი “წითელი ზონის” სტატუსს ინარჩუნებს

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ გამოვლენილი 202 ახალი შემთხვევიდან 86 დაფიქსირდა ატიკის რეგიონში, რაც ნიშნავს, რომ რეგიონი “წითელი ზონის” სტატუსს ინარჩუნებს. გუშინდელი გამოსვლისას ნიკოს ხარდალიასმა კონკრეტული განცხადებები გააკეთა, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით და როგორ შეიძლება სიტუაციის მართვა ამ ეტაპზე.

“ვიმყოფებით კრიტიკულ პერიოდში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებობს პანიკის საფუძველი. ყოველდღე ვმართავთ ორ შექნიკურ შეხვედრას ექსპერტებთან, რათა განვსაზღვროთ მოვლენების განვითარების თავისებურებები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები შევაფასოთ. ეს ხდება ყველა რეგიონთან და მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით.

როდესაც შევხედავთ ყველა მონაცემს, სწორედ ამის შემდეგ და ამის მიხედვით ვმოქმედებთ.

მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივი კარანტინისგან თავს მაქსიმალურად ვიკავებთ (ეხება ატიკის რეგიონს). ვფიქრობთ, რომ გვაქვს სხვა საშუალებები, რომლებითაც ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელებას ეფექტურად შეგვიძლია ვებრძოლოთ. ჯერჯერობით კარანტინისგან შორს ვართ, თუმცა, ვართ იმ ეტაპზე, როცა უნდა ვიმოქმედოთ, რათა მომავალში თავიდან ავირიდოთ ადგილობრივი იზოლაცია,” განაცხადა ხარდალიასმა.

ამრიგად, მთავრობა არ აპირებს ატიკის რეგიონში კარანტინის გამოცხადებას, თუმცა, როგორც თითოეული ექსპერტი ამბობს, ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებასა და საზოგადოების პასუხისმგებლობის დონეზე.

onalem

ტესტ