fbpx
საბერძნეთი

რასისტული კომენტარის გამო ტელეკომპანია ΕΡΤ-მა დიმოსთენის კარმირი სამსახურიდან გაათავისუფლა

ცნობილი ჟურნალისტის, დიმოსთენის კარმირის თანამშრომლობა ტელეკომპანია ΕΡΤ1-თან შეწყდა. ეს გადაწყვეტილება თავად ტელეკომპანიამ მიიღო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში რასისტული კომენტარი გააკეთა.

მან კორეელებზე თქვა, რომ ისინი მაგიდის ჩოგბურთს (პინგ-პონგს) არ თამაშობენ, რადგან ვიწრო თვალების გამო არ შეუძლიათ ბურთის მოძრაობას ადევნონ თვალი.

კარმირი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა:

“რასიზმს საზოგადოებრივ ტელევიზიაში ადგილი არ აქვს. დიმოსთენის კარმირის თანამშრომლობა ΕΡΤ1-თან შეწყდა, დილიდან გადაცემის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ,” ნათქვამია განცხადებაში.

 

onalem

ტესტ