fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: ავტობუსზე დააგვიანდა და პოლიციაში დარეკა, რომ შიგნით ბომბი იყო

ასეთი პრეცენდენტი თესალონიკის პოლიციას არ ახსოვს. მათ ავტობუსი შუა გზაში გააჩერეს და თითოეულ მგზავრს ჩამოსვლა უბრძანეს. როგორც მძღოლს უთხრეს, მათ ზარი მიიღეს, რომელიც ბომბის შესახებ იუწყებოდა. ამ მიზეზით ავტობუსი საკმაო ხანს შეყოვნდა.

ვიდრე იქაურობას სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით ამოწმებდნენ, მამაკაცი ადგილზე მივიდა და ავტობუსში ავიდა. ის ერთ-ერთი მგზავრი იყო, რომელსაც რეისზე დააგვიანდა და სწორედ ამიტომ დარეკა პოლიციაში. ამ გზით ავტობუსს წასვლის საშუალება არ მისცა.

ცხადია, მალევე გაირკვა, რომ ზარი ბომბის შესახებ ფარსი იყო და დაგვიანებული მგზავრი პოლიციამ აიყვანა.

როგორც ცნობილია დაკავებული მამაკაცი ჯარისკაცია, რომელიც თესალონიკში მსახურობს.

onalem

ტესტ