fbpx
საზოგადოება

კადრები ხანიის საავადმყოფოდან, სადაც პაციენტი იატაკზე გდია და არავინ ეხმარება, რომ საპირფარეშოში შევიდეს

ხანიის საავადმყოფოდან გავრცელებულ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. როგორც ვიდეოში ჩანს, პაციენტი, რომელიც არსებული ცნობებით, ტურისტია, იატაკზე გდია და ვინაიდან არავინ ეხმარება, საპირფარეშომდე მისვლას ხოხვით ცდილობს. აღნიშნულის შესახებ zarpanews იუწყება.

ირკვევა, რომ საუბარია ქალბატონზე, რომელიც ხანიის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეიყვანეს, რაღაც მომენტში საპირფარეშოში გასვლა ითხოვა, თუმცა, არავინ დაეხმარა იქამდე მისვლაში და შესაბამისად, ძირს დაეცა და ხოხვა დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაიცა გამოძიების ბრძანება, ხოლო საავადმყოფოში წერილობითი საჩივარი შევიდა.

მომხდარს ეხმაურება საავადმყოფოს ხელმძღვანელიც, რომელიც აცხადებს, რომ თავად ითხოვა ქალბატონისგან, რომელიც ჩივის, რომ წერილობითად გაეგზავნა აღნიშნული საჩივარი, რაც ასეც მოხდა, მეორეს მხრივ კი, განმარტავს, რომ პაციენტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, მაგრამ პერსონალი მაინც ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი დახმარება გაეწია.

onalem

ტესტ