fbpx
საზოგადოება

გადათეთრებული საბერძნეთი – სად მოთოვს მომდევნო დღეებში?!

საბერძნეთში ჯერ კიდევ თბილოდა, როდესაც, პარასკევს ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა, მთიან რეგიონებში კი, პირველი თოვლიც მოვიდა. რაც შეეხება შაბათ-კვირას, ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით წვიმა და ძლიერი ქარია ნავარაუდევი.

პირველი თოვლი პელინზე მოვიდა და კუნძულზე არსებული მთების ზემოთა ნაწილი თეთრ საბურველში გაახვია. ხანიაში თოვლის სიმაღლე 10 სანტიმეტრს აღწევს, ტემპერატურა კი, -3 გრადუსამდე დაეცა. თოვა შუაღამეს დაიწყო; დღის განმავლობაშიც, დროდადრო თოვდა.

აგრილეფკეს სამთო კურორტზე თოვლი შედარებით უხვი რაოდენობით მოვიდა. მისი სიმაღლე 15 სანტიმეტრზე მეტია, თუმცა, ეს არ არის საკმარისი სათხილამურო სპორტისთვის.

თესალიას რეგიონი მობილიზებულია ვოლოსი-ზაგორას საგზაო ქსელზე შესაძლო პრობლემებისთვის. ვოლოსში და მის პერიფერიაზე დროდადრო წვიმს, საგრძნობლად ცივა და ტემპერატურა, ქალაქში, 13 გრადუსს არ აღემატება.

თოვლის გამო, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებია სავალდებულო დასავლეთ მაკედონიის საავტომობილო მონაკვეთში და ასევე, იმათიაში.

დასავლეთ მაკედონიის პოლიციის განცხადებით, ფლორინა-კასტორიას საავტომობილო ხაზზე გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დაშვებული. იგივე შეზღუდვა ვრცელდება ზოგიერთი პროვინციის საგზაო მონაკვეთებზეც, როგორიცაა: რევენა-სამარინა, რევენა-ვასილიცა, რევენა-პერივოლიო. კასტორინა-ფლორინა (ვიცის გავლით), კასტორია-იოანინა (კოტილის გავლით).

 

 

onalem

ტესტ