fbpx
საზოგადოება

“მინდა ფული დავუბრუნო მათ, ვინც საბრძნეთში ჩამომიყვანა” – 16 წლის მიგრანტი ბავშვის წერილმა სამინისტრო შეძრა

მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით საბერძნეთის საზღვართან, ევროსის პრეფექტურაში მყოფ 14 მოზარდს საერთო საცხოვრებელში გადაიყვანენ. აღნიშნული ზომა 16 წლის ბიჭის წერილის გამო მიიღეს, რომელმაც საზოგადოება და თავად სამინისტროც შეძრა. თითქოს, ყველამ იცის, თუ რა მდგომარეობაში არიან საბერძნეთის საზღვრებზე მიგრანტები, მაგრამ წერილი, რომელიც მოზარდმა დაწერა, უმძიმესი წასაკითხი აღმოჩნდა.

“ეს ადგილი ისეთია, მინდა, რომ თავი მოვიკლა… ისეთი საჭმელი გვაქვს, ძაღლებს თუ გადავუგდეთ, ისინიც კი არ შეჭამენ. სამი წლის წინ სირიის დატოვება გადავწყვიტე, ომის გამო. ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ იქ არის. დედას გულის დაავადება აქვს და სიარული არ შეუძლია, მამას კი ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები აქვს. ერთი და ამერიკაში მყავს, ძმა კი საუდის არაბეთში, მაგრამ მათი მოძებნა არ მინდა. მინდა თვითონ შევქმნა ჩემი მომავალი ევროპაში.

ჩემმა ოჯახმა დიდხანს აგროვა ფული, რომ თურქეთში წამოვსულიყავი, სადაც 8 თვე ვიყავი. იქ ვმუშაობდი მიმტანად და მანქანების მრეცხავად, რათა აქ ჩამოსასვლელად ფული მომეგროვებინა. მაგრამ მე ჯერ კიდევ მათი ვალი მაქვს, ვინც საბერძნეთში ჩამმომიყვანა და მინდა, რომ როცა აქედან გავალ, ისინი ვიპოვო და ფული დავუბრუნო.

აქ ფსიქიატრიც კი იყო მოსული, მაგრამ ეს ვერ დამეხმარა. თავის მოკვლა სამჯერ ვცადე, ეს ყო დღეები, როცა ჩემი ცხოვრების დასრულება მინდოდა. ახლა ყველანაირი იმედი გადაწურული მაქვს. მინდა წავიდე, არ მინდა არავის დახმარება, მინდა თავად ვიპოვო ჩემი გზა…”

onalem

ტესტ