fbpx
ეკონომიკასაბერძნეთისაზოგადოება

რა ბედი ელის 70.000-მდე ქირით მაცხოვრებელ ადამიანს საბერძნეთში?!

ბერძნული მედია კიდევ ერთხელ ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას Airbnb -ზე, რომელმაც ქვეყანაში წელს ნამდვილი ქაოსი შემოიტანა. წელს იმიტომ, რომ სწორედ 2019 წელს ფიქსირდება ჯერჯერობით ყველაზე მეტი ბინა, რომელიც მხოლოდ ტურისტებზე ქირავდება. როგორც უკვე ცნობილია, ეს არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც უძრავი ქონების მფლობელები საკუთარ ბინებს ან ოთახებს ბინებში დღიურად აქირავებენ და ამით ბევრად მედ მოგებას ნახულობენ, ვიდრე თვიურად სტაბილურად გაქირავებით. რა შედეგი აქვს ამას?! რა თქმა უნდა ქირის გაძვირება ან სახლის დატოვება.

2016 წელს მხოლოდ ათენში Airbnb-ის საშუალებით 2.500 ბინა გაქირავდა, ხოლო 2017 წელს მათი რიცხვი 5.200- მდე გაიზარდა.

2018 წელს მაჩვენებელი ორმაგზე ბევრად მეტი გახდა, 12.000.

ამჟამინდელი მდგომარეობით, როგორც ოფიციალური ორგანოები ადასტურებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 70.000-მდე ბინა ქირავდება აღნიშნული პროგრამით. რაც ნიშნავს, რომ უმეტესობის მფლობელებმა თავიანთ ბინაში სტაბილურად მაცხოვრებელ ხალხს სახლები დაატოვებინეს.

პაგრატზე მცხოვრები სტუდენტი ბერძნულ მედიასთან აცხადებს, რომ ამ დრომდე ბინაში 250 ევროს იხდიდა, ხოლო, რაც Airbnb შემოვიდა, ბინის პატრონმა მოსთხოვა, გადაეხადა მინიმუმ 400 ევრო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბინა უნდა დაეტოვებინა. გოგონა იძულებული გახდა, სხვა სახლი მოეძებნა.

აქ იკვეთება მთავარი პრობლემა, რომ დაბალ სოციალურ ფენას, რომელიც ხელფასის სახით 700-800 ევროს იღებს, ცხადია, არ აქვს შესაძლებლობა, რომ ეს სახლები იქირაოს.

საბერძნეთის მთავრობა კი ამ პერიოდში მუშაობს კანონპროექტზე, რის მიხედვითაც, ადამიანს რომელსაც აქვს სახლი, შეეძლება გააქირაოს ტურისტებზე მაქსიმუმ 90 კალენდარული დღით. ხოლო, თუ ერთ პირს 2 სახლზე მეტის გაქირავება უნდა, შეეძლება გააქირაოს მხოლოდ 2 სახლი (90 დღით).

როდესაც ეს კანონპროექტი დამტკიცდება, უძრავი ქონების გაქირავების და შეძენის ფასებიც დავარდება.

 

onalem

ტესტ