fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცი სასამართლოში ელექტრო ხერხით შეიჭრა

ტრიკალას სასამართლოში უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა. 38 წლის ბერძენი მამაკაცი სასამართლოს შენობაში ჩართული ელექტრო ხერხით შეიჭრა და გაანადგურა ყველაფერი, რაც კი გზად შეხვდა.

ადვოკატები, მოსამართლეები და სხვა თანამშრომლები პანიკაში ჩავარდნენ, რადგან მამაკაცი არაადეკვატურად იქცეოდა და ანადგურებდა ირგვლივ ყველაფერს.

საბოლოოდ საქმეში პოლიციის ოფიცრები ჩაერივნენ და ელექტრო ხერხის წართმევის შემდეგ, მას ხელბორკილები დაადეს.

38 წლის ბერძენი საკუთარი ქმედების მიზეზებზე არ საუბრობს.

შენობის შესასვლელში სერიოზული მატერიალური ზარალი შეინიშნება.

onalem

ტესტ