fbpx
საზოგადოება

ბერძნებმა საშობაო სამოგზაურო პაკეტების 100% შეიძინეს – სად მიდიან ისინი!

ბერძნული ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, მათი პაკეტების თითქმის 100% გაყიდულია. გარდა ამისა, წელს საშობაო დანიშნულებებზე მოთხოვნა 25%-ით გაიზარდა, გასულ წელთან შედარებით.

სად მიდიან ბერძნები შობა-ახალ წელს?!

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მოთხოვნადი ადგილი საშობაო დღეების გასატარებლად კალავრიტაა. მსურველები ძირითადად ირჩევენ 5 დღიან პაკეტებს.

ასევე პოპულარულია პატრასი და ნავპაქტოსი, რომელსაც ეკონომიკურმა კრიზისმა ვერაფერი დააკლო.

ისინი, ვისაც ძირითადად სათხილამურო კურორტები იზიდავს, ირჩევენ კალავრიტას. ყოფილა დღეებიც, როცა მხოლოდ 24 საათში 15, 000-მა ადამიანმა გამოთქვა სურვილი აღნიშნულ კურორტზე წასასვლელად.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ათასობით ბერძენმა შეიძინა სამოგზაურო პაკეტი საზღვარგარეთ წასასვლელად, თუმცა, უმეტესობა საკუთარ სოფელსა და შიდა კურორტებზე აპირებს წლის ულამაზეს დღესასწაულთან შეხვედრას.

onalem

ტესტ