fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: 16 წლის გოგონა, დიმიტრა, ჰოთ-დოგის მირთმევის შემდეგ ალერგიული შოკით გარდაიცვალა

წარმოუდგენელი შემთხვევა ხალკიდიკიში მოხდა, სადაც 16 წლის გოგონა ერთ ჰოთ-დოგს ემსხვერპლა. დიმიტრა თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა დასასვენებლად, როცა საღამოს წასახემსებლად გავიდნენ, გოგონამ ჰოთ-დოგი შეიძინა, მიირთვა და რამდენიმე წუთში ცუდად გახდა.

როგორც დიმიტრას დედა ამბობს, ყოველთვის ძალიან ფრთხილობდა, როდესაც საჭმელს გარეთ მიირთმევდა და კითხულობდა, შეიცავდა თუ არა ისეთ ინგრედიენტს, რაც ალერგიული ადამიანისთვის არ იყო რეკომენდებული. როგორც ჩანს, ეს ჰოთ-დოგი სწორედ ასეთ ინგრედიენტს შეიცავდა და შესაბამისად, როგორც კი შეჭამა, ალგერიული შოკი განუვითარდა და მალევე გარდაიცვალა.

“ზუსტად არ ვიცი, შეიცავდა თუ არა რძის პროდუქტს ეს ჰოთ-დოგი, რომელის მიირთვა, მაგრამ სავარაუდოდ, ასე იყო. როგორც კი შეჭამა, მაშინვე ალერგიული შოკი მიიღო და გარდაიცვალა. ჯანმრთელობის ცენტრში ექიმებმა ორჯერ სცადეს მისი მობრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ამაო მცდელობები იყო,” – აცხადებს მოზარდის დედა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გოგონა ბოლო წლებში გარკვეულ მედიკამენტებსაც იღებდა, ვინაიდან ეპილეფსიური შეტევები ემართებოდა, გარდაცვალების ზუსტ მიზეზს კი, ექსპერტიზა დაადგენს.

onalem

ტესტ