fbpx
საბერძნეთი

“კაროლაინის დედას ბავშვის აივანზე გაყვანაც არ შეუძლია” – რა ვითარებაა კუნძულ ალონისოზე?!

როგორც უკვე ცნობილია, კაროლაინის პატარა ლიდია უკვე კუნძულ ალონისოზე, ბებია-ბაბუასთან იმყოფება, ვინაიდან სასამართლომ მეურვეობა მათ მიანიჭა. თუმცა, ვითარება კუნძულზე ნამდვილად არ არის სახარბიელო. რა ხდება ოჯახის სახლთან?!

ირკვევა, რომ ალონისოზე, კაროლაინის მშობლების სახლთან ჟურნალისტები გამუდმებით არიან მობილიზებულები და იქაურობას არ ტოვებენ. ოჯახი შეწუხებულია მსგავსი ყურადღების ცენტრში ყოფნით და მათი ადვოკატი აცხადებს, რომ თუ ამ ყველაფერს ბოლო არ მოეღება, მალე უსაფრთხოების ზომების გაზრდას მოითხოვს.

“კაროლაინის დედას ბავშვის აივანზე გაყვანაც არ შეუძლია. ლიდიას არ შეუძლია, რომ თავისი ეტლით სასეირნოდ გავიდეს. ეს, რაც ხდება, ნამდვილი კანიბალიზმია. თუ ჟურნალისტები სახლის ტერიტორიას არ დატოვებენ, მოვითხოვ, რომ უსაფრთხოება გაძლიერდეს და ეს მოხდება კანონის გზით. 

შექმნილი სიტუაცია ამ ოჯახს ახრჩობს და ყველაზე მეტად მათ ახლა სიმშვიდე და გლოვის პატივისცემა სჭირდებათ. იქ ჟურნალისტებისთვის სანახავი აღარაფერია,” აცხადებს ადვოკატი, თანასის ხარმანი.

onalem

ტესტ