fbpx
საბერძნეთი

ატიკა დიდი საფრთხის ქვეშ: ბრიტანული შტამი დიდ მასშტაბებზე მძვინვარებს

ექიმმა და მეცნიერმა, გიორგოს პავლაკისმა, ტელეკომპანია ΣΚΑΪ-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ატიკის სისტემა “დანგრევის” რისკის ქვეშ დგას და სრულიად მოსალოდნელია, რომ რამდენიმე დღეში ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვმა ისევ 100-სს მიაღწიოს.

“ბევრი ამბობს, რომ მიღებული ზომები უსამართლო და არასწორია, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან ძნელია იდეალური გამოსავლის პოვნა. საჭიროა მარტივი წესები. დღეს ჩვენ გვყავს 20-დან 40-მდე მსხვერპლი, დღის მანძილზე, მომდევნო კვირაში ამ რიცხვმა შესაძლოა 60-ს გადააჭარბოს, ხოლო შემდეგ 100-მდე ავიდეს.

მოდის ვაქცინაცია და გაზაფხული, ამიტომ ვამბობ ძალიან მარტივ რამეს: დავიცვათ წესები, ეს პირდაპირ ნიშნავს მონაცემების შემცირებას,” აცხადებს ექიმი.

ექსპერტთა ინფორმაციით, ქვეყანაში ბრიტანული შტამი დიდ მასშტაბზეა გავრცელებული და ფაქტობრივად, სწორედ ეს მძვინვარებს, ამიტომ გაიზარდა მონაცემები უეცრად და საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებლამდე ავიდა.

ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებულ ზეწოლას სწორედ ატიკის რეგიონში განიცდის. აქ დაფიქსირებული შემთხვევების 70% მოდის ბრიტანულ შტამზე.

onalem

ტესტ