fbpx
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენი “ILINA” და სინოპტიკოსთა გაფრთხილება მოსახლეობას მომდევნო საათებისთვის

ეროვნული მეტეროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო საათებში საბერძნეთში კლიმატური ფენომენი “ILINA” გააქტიურდება, რაც მოიტანს უხვ ნალექს, შესაძლოა თოვლის სახით, მთიან რეგიონებში. ის აქტიური იქნება სამშაბათამდე, 4 აპრილამდე და ზოგიერთ ტერიტორიაზე სინოპტიკოსები წყალდიდობასაც კი პროგნოზირებენ.

ამას გარდა, მოსალოდნელია ელ-ჭექი, სეტყვა და მეხის ჩამოვარდნა.

ხვალიდან წვიმა განსაკუთრებით გაქტიურდება იონიის ზღვაზე, შემდეგ ნელ-ნელა გავრცელდება დასავლეთ მაკედონიასა და სამხრეთ პელოპონისოში, ასევე თესალიასა და ცენტრალურ სტერეაში.

საღამოს ძლიერად იწვიმებს აღმოსავლეთ მაკედონიაში, ღამით კი, თრაკიში, აღმოსავლეთ ეგეოსსა და დოდეკანესის კუნძულებზე.

ატიკის რეგიონში უხვი ნალექი მოსალოდნელია ძირითადად სამშაბათს, 4 აპრილს, თუმცა, ტემპერატურა არ დაეცემა და 19 გრადუსი დაფიქსირდება.

 

onalem

ტესტ