fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: შემოწმება კაფეებთან და რესტორნებთან, შესვლის აკრძალვა და თვით-ტესტირება, რომელიც არ მიიღება

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში 15 ივლისიდან ცვლილებები შედის ძალაში და ვაქცინირებული ადამიანებისთვის პრიორიტეტები აქტიურდება. აღსანიშნავია, რომ კაფეები, ბარები და რესტორნები იყოფა ორ კატეგორიად, “სუფთა” და “შერეული”, რომელთაგან პირველში მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს ექნებათ შესვლის უფლება.

გთავაზობთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

1) როგორ უნდა მივხვდეთ, კაფე ან რესტორანი მიეკუთვნება “სუფთა” თუ “შერეულ” კატეგორიას?

ყველა დაწესებულების შესასვლელთან განთავსებული იქნება სპეციალური ნიშანი და ინფორმაცია ამის შესახებ.

2) ვინც არ არის ვაქცინირებული და უარს ამბობს ტესტის გაკეთებაზე, დაიშვება თუ არა რესტორანში, ბარში და ა.შ.?

ასეთ ადამიანებს შესვლა ეკრძალებათ.

3) მიღებული იქნება თვითტესტირებაც თუ მხოლოდ PCR ტესტი?

თვითტესტირების შედეგი არ იქნება მისაღები, მხოლოდ PCR და Rapid ტესტების უარყოფითი პასუხი იქნება დამაკმაყოფილებელი.

4) მსგავსი ვალდებულებები აქვთ თანამშრომლებსაც, თუ მხოლოდ მომხმარებლებს?

მსგავსი ვალდებულებები ეხებათ მხოლოდ მომხმარებლებს.

5) ვინ მოახდენს შემოწმებას?

იგივე უწყებები, რომლებიც დღეს ატარებენ შემოწმებებს.

onalem

ტესტ