fbpx
საბერძნეთი

ბერძენი სტილისტი, რომელსაც სალონის საპირფარეშოში კამერები ჰქონდა, ციხეში გადაიყვანეს – ის საკუთარი მეუღლის შვილსაც უთვალთვალებდა

როგორც უკვე ცნობილია, ვრილისიაში ბერძენი სტილისტი თავის სილამაზის სალონის საპირფარეშოში კამერების ქონის გამო დააპატიმრეს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, როგორც გაირკვა, მას კამერები დაყენებული ჰქონდა სახლშიც, სადაც თავისი მეუღლის ქალიშვილს უთვალთვალებდა. ქალს გოგონა პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

მამაკაცმა ოფიციალური ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ კამერები 1,5 წელია რაც აქვს და მხოლოდ საკუთარი ცნობისმოყვარეობის გამო დაამონტაჟა, მასალას არ აწვდიდა ან ტვირთავდა არანაირ პორნოგრაფიულ საიტზე. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ მესამე პირს ამ ვიდეოებზე ხელი მიუწვდებოდა და აცხადებს, რომ ჩადენილს ნანობს.

როგორც ცნობილი გახდა, ის უკვე გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

კამერების არსებობის შესახებ შენიშნეს როგორც კლიენტებმა, ასევე მომსახურე პერსონალმა, როგორც სილამაზის სალონის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, მამაკაცი მუდმივად ეუბნებოდა, რომ ბევრი წყალი დაელიათ, რადგან ჯანმრთელობისთვის კარგი იყო, მაგრამ რეალურად, ამას იმისთვის აკეთებდა, რომ ხშირად შესულიყვნენ საპირფარეშოში.

მისი მეუღლე აცხადებს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა კამერების შესახებ და ბოდიშს იხდის საკუთარი შვილების წინაშე.

 

onalem

ტესტ