fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკი: ორ უცხოელს 10 არალეგალი სახლში ჰყავდა გამომწყვდეული

გუშინ თესალონიკის პოლიციამ ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. მათ ბრალად ედებათ არალეგალი მიგრანტების საცხოვრებელ ბინაში იძულებით გამოკეტვა.

კერძოდ, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ორ უცხოელს 10 ასევე უცხოელი არალეგალი სახლში ჰყავდა გამოკეტილი. ისინი იქ მათი სურვილის საწინააღმდეგოდ იმყოფებოდნენ.

ფაქტობრივად ისინი იყვნენ მძევლები, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდაც ორი უცხოელი მათ ნათესავებს ფულს სთხოვდა და ვინაიდან ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ, ისინი ვერაფრის გაკეთებას ბედავდნენ.

მათი ეროვნება ამ დრომდე უცნობია.

ორი პირის გარდა, დაკავებულია მათი სამი თანამონაწილე, თუმცა, პოლიცია გამოძიებას აგრძელებს, რათა დაადგინონ, ჰყავთ თუ არა მათ კიდევ სხვა თანამზრახველები.

onalem

ტესტ