fbpx
საზოგადოება

საკუთარი ოცნებების ასრულება ვერ შეძლო – 20 წლის ბერძენი გოგონას გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა

მირტო ბერძნულმა საზოგადოებამ 2019 წელს გაიცნო, როდესაც ეროვნული გამოცდები წარმატებით გაიარა და რეკორდულად მაღალი ქულები მიიღო. ის იყო პირველი პირველთა შორის, უნიჭიერესი და უჭკვიანესი გოგონა, რომელსაც დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მედიცინის სფეროში, თუმცა, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა.

სამწუხაროდ, მირტოს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოჯახი, მეგობრები და იმ სკოლის პედაგოგები, რომელშიც გოგონა სწავლობდა, შეძრულები არიან მომხდარით და დიდ მწუხარებას გამოხატავენ.

“ჩვენი სკოლა ემშვიდობება ჩვენს საყვარელ მოსწავლეს, მირტო ფურუძოღლუს. მშვიდად განისვენე, ყოველთვის მემახსოვრები. შენი მასწავლებელი, სოფია…” – ასეთია მირტოს მასწავლებლის სიტყვები.

onalem

ტესტ