fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დაუსრულებელი ბრალდებები რეჟისორ გიორგოს კიმულის წინააღმდეგ – მას 6 მსახიობი ქალი უჩივის

დასასრული არ უჩანს ბრალდებებს, რომლებიც ცნობილ ბერძენ ქალ მსახიობებს მათსავე კოლეგისა და რეჟისორის, გიორგოს კიმულის წინააღმდეგ აქვთ. მინიმუმ 6 ქალი მას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.

პირველად კიმულის დამოკიდებულებებზე ზეტა დუკამ ისაუბრა და თქვა, რომ თანამშრომლობის მანძილზე მუდმივად შეურაცხყოფას აყენებდა. მის განცხადებებს მოჰყვა ალექსანდრა ტავულარის საჩივარი, რომლის მიხედვითაც, კიმულის მხრიდან არსებული ზეწოლის გამო წამლებსაც კი იღებდა, რომ შექმნილი სიტუაციისთვის გაეძლო.

ევდოკია რუმელიოტი აცხადებს, რომ სპექტაკლებს შორის შესვენებების დროს საპირფარეშოში შედიოდა, რადგან ეშინოდა საგრიმიოროში შესვლის და კიმულისთან ერთად ყოფნის.

ირკვევა, რომ კიმულის ფსიქოლოგიურ შევიწროვებაში ადანაშაულებს კატერინა გერონიკოლაუც, რომელიც ამბობს, რომ რეჟისორი მას აშინებდა და აიძულებდა, რომ არ ჰქონოდა საკუთარი თავის რწმენა, მაგრამ პარალელურად, როლებს აძლევდა.

ფეი ქსილას თქმით, კიმულისთან თანამშრომლობა მისი ცხოვრების ყველაზე უარესი გამოცდილებაა და მასთან მხოლოდ და მხოლოდ სცენაზე საუბრობდა.

onalem

ტესტ