fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ორი შვილის სიმსივნით დაავადებულ მამას -7 გრადუსში დენი ჩაუჭრეს

მარიოს ტენძოღლიდისი სიმსივნით დაავადებული მამაკაცია, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთს აუტიზმის დიაგნოზი აქვს დასმული. ორი შვილის მამას დედ-მამა და ძმა ასევე სიმსივნით გარდაეცვალა და ახლა უწევს იცხოვროს 473 ევროთი, რომელსაც დახმარების სახით იღებს, როგორც მძიმე სენით დაავადებული.

ირკვევა, რომ მას გუშინ ΔΕΗ-ს თანამშრომლებმა ელექტრო ენერგია ჩაუჭრეს, რომლებიც ადგილზე პოლიციასთან ერთად იყვნენ მისულები და ირონიით ესაუბრებოდნენ.

ოჯახს არ აქვს გათბობა, რის გამოც მისი ქალიშვილი მამას ეკითხება, თუ რატომ არის გაწითლებული მისი კანი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კოზანში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ტემპერატურა განსაკუთრებით დაბალია და დღეს -7 გრადუსსაც კი მიაღწია.

მარიოს ტენძოღლიდისი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ დენი აღუდგინონ და ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებით ოთხჯერ ითხოვა სახელმწიფოს დახმარება, მაგრამ ამაოდ, ბიუროკრატიასთან დაკავშირებული საკითხების გამო, საქმის ბოლომდე მიყვანას ვერ ახერხებს.

მამაკაცს მუშაობა წლებია არ შეუძლია, თავიდან ძლიერი ტკივილების მიუხედავად, მაინც მიდიოდა სამსახურში, საბოლოოდ კი, ფიზიკურად ყველანაირი რესურსი და ძალა ამოეწურა, რომ მუშაობა გაეგრძელებინა.

მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს ხალხი, რომელიც მას დიდ მხარდაჭერას უცხადებს და ამისთვის მათ დიდ მადლობას უხდის.

onalem

ტესტ