fbpx
საბერძნეთი

დრამა: დედა-შვილის სიკვდილის შემდეგ სახლში მე-18 საუკუნის უძვირფასესი ხატები იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ, დრამაში მდებარე ერთ-ერთ სახლში პოლიციამ 380-მდე საეკლესიო ნივთი და ხატები იპოვა, რომელთაგან რამდენიმე მე-18 საუკუნით თარიღდება.

“საიდუმლოს” ფარდა მას შემდეგ აეხადა, რაც ამ სახლში მცხოვრები მამაკაცი და შემდეგ, მალევე, მისი დედა გარდაიცვალა. სამართალდამცველებს უცნობმა წყარომ შეატყობინა, რომ ეს ადამიანები სახლში ძვირფას ხატებს ფლობდნენ და როგორც კი შესაბამისი ორდერი გაიცა, კანონის ფარგლებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

ირკვევა, რომ ამოიღეს 380-მდე საეკლესიო დანიშნულების ნივთი და რამდენიმე ხატი, რომლებიც უნიკალურ სიძველეებად ითვლება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს თითოეული ნივთის წარმოშობის გამოკვლევა, შესაბამისი ორგანოების მიერ.

onalem

ტესტ