fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს საგანგებო შეხვედრა დღეს – შესაძლოა მაღაზიები ისევ დაიკეტოს, სკოლები კი არ გაიხსნას

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს, საღამოს 7 საათზე, ექსპერტთა საგანგებო შეხვედრა დაიგეგმა, რომელზეც კიდევ ერთხელ უნდა განიხილონ საკითხი, გაიხსნება თუ არა სკოლები და დარჩება თუარა მაღაზიები ღია.

ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, თუმცა, ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მატების გამო, პროფესორები შეშფოთებას გამოთქვამენ და როგორც წინა დღეებში მედიასთან საუბრისას ამბობდნენ, შესაძლოა ისევ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გადაწყდა გუშინ. ეპიდმდგომარეობის დამძიმება ავტომატურად ნიშნავს, რომ ზომების მოხსნა გამოირიცხება.

ნიკოს სიფსასმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ატიკის რეგიონში სკოლების გახსნა უკვე სადავოა და შესაძლოა აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალოს.

“ატიკის რეგიონი ამჟამად ძალიან ახლოს არის იმ მდგომარეობასთან, რომ შევიდეს “წითელი”ზონების სიაში. ეს ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ ზომები უნდა მივიღოთ. არ გამოვრიცხავ, რომ დაბრუნდეს Click Away-ს მეთოდით ვაჭრობა და ისევ დაუშვებელი იყოს მაღაზიების შიგნით შესვლა. გარდა ამისა, სკოლები ატიკაში შესაძლოა არ გაიხსნას,” განაცხადა ექსპერტთა საბჭოს წევრმა.

onalem

ტესტ