fbpx
საბერძნეთი

როგორ ვივაჭრებთ ხვალიდან, 30 იანვრიდან, ატიკის რეგიონში? – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

30 იანვრიდან საბერძნეთის წითელ რეგიონებში ახალი, მკაცრი ზომები მოქმედებს და ეს ეხება ვაჭრობის სფეროსაც.

როგორ შეგვეძლება სასურველი ნივთების შეძენა ხვალიდან ატიკის რეგიონში, შესაბამისად ათენში და ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელშიც დამძიმებულია ეპიდმდგომარეობაა?!

30 იანვრიდან მაღაზიებში ამოქმედდება ვაჭრობის მეთოდი, Click Away, რომელიც აქამდეც გამოსცადა მოსახლეობამ და პროდუქტის შეძენა შესაძლებელი იქნება წინასწარ დანიშნული ვიზიტის ფარგლებში, ადგილზე ბარათით ან ელექტრონულად, წინასწარ გადახდის გზით.

გარდა ამისა, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, საიუველირო და წიგნების მაღაზიებში ვაჭრობა შესაძლებელი იქნება Click In Shop-ის მეთოდითაც, რაც ნიშნავს, რომ წინასწარ დანიშნულ დროზე მომხმარებელი მაღაზიაში მივა და შიგნით შესვლასაც შეძლებს. ეს თავიდან აგვარიდებს რიგებს მაღაზიების გარეთ.

შეგახსენებთ, რომ მწვანე ზონებში მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

ღია რჩება სილამაზის სალონები და ფრჩხილების მოსაწესრიგებელი სალონები.

ასევე, ძალაში რჩება SMS-ით გადაადგილება და სავაჭროდ წასასვლელად აუცილებელია 13033-ზე გავაგზავნოთ ციფრი 2.

onalem

ტესტ