fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! ბრუნდება Click Away, შემოდის Click Inside, გადაადგილება იკრძალება საღამოს 18:00 საათიდან – ნახეთ ახალი ზომები

რამდენიმე წუთის წინ, ნიკოს ხარდალიასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვალიდან საბერძნეთში ახალი ზომები შედის ძალაში. კერძოდ, ქვეყანაში რეგიონები გაიყოფა ორ ნაწილად, წითელ და მწვანე ზონებად. შესაბამისად, ზომები ძალაში შედის რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესაბამისად.

წითელ ზონებში და მათ შორის ატიკაში ხვალიდან მოქმედებაში შედის შემდეგ ცვლილებები:

  • იხსნება მხოლოდ და მხოლოდ საშუალო სკოლები (გიმნასიო), ხოლო უმაღლესი სკოლების მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად წარიმართება.
  • მაღაზიები ამუშავდება Click Away-სა და Click Inside-ის მეთოდით.
  • ღია იქნება სილამაზის სალონები (ვიზიტი უნდა იყოს დანიშნული წინასწარ).
  • ღია იქნება ფრჩხილების მოწესრიგების სალონები, თუმცა, აქაც ვიზიტი უნდა იყოს დანიშნული წინასწარ.
  • გადაადგილება “წითელ” ზონებში იკრძალება საღამოს 18:00 საათიდან.

*მიუხედავად იმისა, რომ ატიკის რეგიონი ხვალიდან “წითელ” ზონად ცხადდება, გადაადგილების აკრძალვა ამ რეგიონში შენარჩუნდება 21:00 საათიდან და არა 18:00 საათიდან. 

მთელ ქვეყანაში, გარდა წითელი ზონებისა, იხსნება ΟΠΑΠ-ის ოფისები, რაც ნიშნავს, რომ ატიკაში კვლავ დახურული დარჩება.

მწვანე ზონებში გაიხსნება უმაღლესი სკოლებიც და მაღაზიებიც ისევე გააგრძელებენ მუშაობას, როგორც ახლა მუშაობენ.

 

onalem

ტესტ