fbpx
საბერძნეთი

კოლონაკი: 13 წლის გოგონა კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა

როგორც ექიმები ამბობენ, მომდევნო საათები გადამწყვეტია 13 წლის გოგონასთვის, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. მოზარდი გუშინ კოლონაკში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა.

მომხდარის ზუსტი გარემოებები ამ დრომდე უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, ხეს დაეცა, რამაც ის სიკვდილისგან იხსნა. სხვა შემთხვევაში, მისი გადარჩენა გამორიცხული იყო, რადგან ძალიან დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა.

ამბის მეორე ტრაგიკული ფიგურა მისი მამაა, რომელმაც საკუთარი შვილი ამ მდგომარეობაში პირველმა ნახა და მაშინვე დახმარება ითხოვა.

გამოძიებისთვის ყველანაირი სცენარი ღიად რჩება. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მამა-შვილს შორის მოხდა გარკვეული შეკამათება და შემდეგ გოგონამ მსგავსი ნაბიჯი გადადგა. მოზარდს დედა გარდაცვლილი ჰყავს და პატარა ასაკიდანვე მამასთან იზრდება.

ნახეთ ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები.

onalem

ტესტ