fbpx
საბერძნეთი

Rapid ტესტების ყალბი პასუხები – საბერძნეთში პოლიციელი, ჯარისკაცი და ფარმაცევტი დააკავეს

ალექსანდრუპოლის პოლიციამ 10 დაკავება განახორციელა, ვაქცინაციის ყალბი სერთიფიკატებისა და სწრაფი ტესტების ყალბი უარყოფითი პასუხების გაცემის და მიღების ბრალდებით.

საუბარია დაჯგუფებაზე, რომელშიც მთავარ როლს ფარმაცევტი ასრულებდა. ის გასცემდა ტესტების ყალბ პასუხებს, ხოლო პოლიციელი და ჯარისკაცი ამ პასუხებს იღებდნენ, რომ ყველა საჭირო ადგილას წარედგინათ, ძირითადად სამსახურებში.

ალექსანდრუპოლის უშიშროების სამსახურს მიეწოდა ინფორმაცია უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მათივე კოლეგა სამსახურში ტესტის ყალბი პასუხებით დადიოდა.

საზოგადოების აუცრელი ნაწილისთვის სავალდებულოა კვირაში ორჯერ სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. გამომდინარე იქიდან, რომ ტესტების გაკეთება დამატებით ხარჯსა და დროს მოითხოვს, როგორც ჩანს, ისინი უკანონო გზებს მიმართავენ, ვალდებულების შესასრულებლად.

onalem

ტესტ