fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მოხუცმა მამაკაცმა კაფეს მეპატრონე დაკბინა, რადგან ვაქცინაციის სერთიფიკატი მოსთხოვეს

შემთხვევა ნაუსაში, ერთ-ერთი კაფეტერიაში მოხდა. 77 წლის მამაკაცმა განსაკუთრებული აგრესია გამოამჟღავნა, როდესაც კაფეში შესვლა მოინდომა და ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან Rapid ტესტის უარყოფითი პასუხი მოსთხოვეს.

თანამშრომლებს მოხუცმა საავადმყოფოდან გაწერის დამადასტურებელი დოკუმენტი აჩვენა, თუმცა, მათ აუხსნეს, რომ ეს არ გამოადგებოდა. მამაკაცმა მათი შეურაცხყოფა დაიწყო და საქმეში კაფეტერიის მფლობელი ჩაერია.

77 წლის მამაკაცმა მეპატრონეს ცემა დაუწყო და ლოყაზე უკბინა, რის გამოც, დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანა და მისთვის ნაკერების დადება გახდა საჭირო. ამას გარდა, მან ჩაიტარა მოლეკულური ტესტიც, რომ დარწმუნებულიყო, რომ არ დაინფიცირდა.

თავდამსხმელი ფიზიკური ზიანის მიყენებისა და მიღებული ზომების დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

onalem

ტესტ