fbpx
საბერძნეთი

მხოლოდ 9 თვიანი ვადა ვაქცინაციის სერთიფიკატს?! რას გვთავაზობს ევროკავშირი?

Bloomberg News-ის თანახმად, ევროკავშირი აყენებს ვაქცინაციის სერთიფიკატების ვადების შეზღუდვის საკითხს. ვაქცინაციის სერთიფიკატს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოგზაურობის თვალსაზრისითაც, ამიტომ, აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, ვალიდურია თუ არა ის, იმ თარიღების მიხედვით, რომლებშიც აღებული გვაქვს.

Bloomberg იუწყება, რომ სერთიფიკატმა შესაძლოა ძალა დაკარგოს სრულად აცრიდან (ორი დოზა) 9 თვეში და შემდეგ მისი გამოყენება აღარ იყოს შესაძლებელი, თუ მე-3 დოზის მიღება არ მოხდება.

აღნიშნული ეხება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას, რაც შესაძლებელია ან ვაქცინაციის სერთიფიკატით ან კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხით.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის ვაქცინაციის სერთიფიკატი ძალაშია მეორედ აცრიდან მხოლოდ 7 თვის მანძილზე.

ნებისმიერი ცვლილებისა და გადაწყვეტილების შესახებ მედია ინფორმაციას დაუყოვნებლივ გაავრცელებს.

onalem

ტესტ