fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში მესამე ქვეყნის მოქალაქეები გვჭირდება, რომლებიც სეზონურად დასაქმდებიან” – ნოტის მიტარაკის

მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის მინისტრი, ნოტის მიტარაკი აცხადებს, რომ საბერძნეთში საჭიროა მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში სეზონურად იმუშავებენ.

როგორც მიტარაკიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან განმარტა, საუბარია სეზონურ თანამშრომლებზე, რომლებიც ჩამოვლენ დროებით, იმუშავებენ და შემდეგ საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდებიან. მათ საბერძნეთში ყოფნას არ ექნება პერმანენტული ხასიათი და არ ჩამოვლენ ოჯახებით. თითოეულ დეტალს, რომელიც გამომგზავრებასა და დასაქმებას უკავშირდება, დამსაქმებელთან შეთანხმებენ.

მან მაგალითად მოიყვანა პაკისტანისა და ბანგლადეშის მთავრობასთან სამყარებული კონტაქტები, რომლებიც მიმართული იყო არალეგალური მიგრაციის პრობლემის აღმოფხვრისკენ.

მინისტრის თქმით, საბერძნეთში საჭიროა დროებითი თანამშრომლები, რომლებიც დასაქმდებიან ძირითადად ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში.

მიტარაკიმ ისიც აღნიშნა, რომ თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი 202.000-დან 45.000-მდეა შემცირებული და 2022 წელს დასრულდება ყველა იმ ადამიანის საქმის განხილვა, რომელიც წინა წლებში შეფერხდა.

 

onalem

ტესტ